13:25 | 2020-01-15 ავტორი: Prime Time

ჟურნალისტები ბოდიშს უხდიან მაყურებლებს ტყუილებისთვის და ტელევიზიას ტოვებენ

ჟურნალისტები ბოდიშს უხდიან მაყურებლებს ტყუილებისთვის და ტელევიზიას ტოვებენ

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ორმა წამყვანმა სამსახური დატოვა. მათი თქმით, მათთვის ძნელია როდესაც მაყურებლების მოტყუება.

 

„ჩემთვის ძალიან რთული დასაჯერებელი იყო, რომ ჩვენი ხალხი დაიხოცა. მაპატიეთ, რომ ეს ძალიან გვიან გავიგე. და მომიტევეთ იმ 13 წლისათვის, როდესაც ტყუილებს გეუბნებოდით“- დაწერა გელარ ჯაბარიმ.

 

სახელმწიფო მედიიდან წასულმა წამყვანებმა ასევე ბოდიში მოიხადეს და თქვეს, რომ ტელევიზიას და ჟურნალისტიკას აღარასოდეს დაუბრუნდებიან.

 

ჟურნალისტების განცხადება ირანის სახელმწიფო მედიის მხრიდან ამერიკული ბაზების დაბომბვასა და უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა.

 

ირანელი ჟურნალისტების ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ცრუ ინფორმაციის გამოქვეყნებას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა მოსახლეობის აზრზე და შეარყია მედიის პოზიცია:

 

„ჩვენ ყველაზე ხმამაღლა ვტყუით მაშინ, როდესაც საკუთარ თავს ვატყუებთ. ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო მედიის თანამშრომლებმა აღიარეს, რომ მათდამი ნდობა დაიკარგა, თუმცა არ იციან, რომ ამ მედიის და ადგილობრივი მედიების უმეტესობის სანდოობა დიდი ხანია გამქრალია. უნდა აღინიშნოს, რომ სხვა მედიები აპროტესტებდნენ ამ სიტუაცია, მაგრამ სახელმწიფო მედია მას მხარს უჭერდა.“

 

შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს ერაყში აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად მოკლეს ირანის რევოლუციური გვარდიის ყუდსის დანაყოფის მეთაური გენერალი ყასემ სოლეიმანი.

ავტორი: Prime Time

X