
9 აპრილის ბაღთან „ტოიოტას“ ფირმის ავტომობილი ძალადობრივმა ჯგუფებმა დააზიანეს. მანქანას მინები მაშინ ჩაუმსხვრიეს, როდესაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა დაჯგუფებები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
უცნობია, ვის ეკუთვნის ავტომობილი.
ნაცემები არიან როგორც ჟურნალისტები და ოპერატორები, ასევე ფოტოგრაფიც.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე ქაოსი და არეულობაა – “თბილისი” პრაიდის კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები თავს ესხმიან ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ისინი თავს დაესხნენ “კურიერის” გადამღებ ჯგუფს და ფიზიკურად გაუსწორდნენ “რუსთავი 2”-ის ოპერატორს.
ფიზიკური დაპირისპირებაა ადგილზე ვითარება ამ წუთებში უკიდურესადაა დაძაბული. ჰომოფობიური ჯგუფებს და სამართალდამცველებს შორის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ასევე ნახეთ:






















