18:36 | 2020-05-17 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სეფსისის ცენტრში გადაიყვანეს

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სეფსისის ცენტრში გადაიყვანეს

ჟურნალისტს და ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს ლაშა ბერულავას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მწვავე აბსცესისა და სეფსისის განვითარების საშიშროების ფონზე მას სამი ოპერაცია გაუკეთდა.

 

„პრაიმტაიმი“ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერს დავით ქაცარავას ესაუბრა.

 

როგორც მან ჩვენთან საუბარში თქვა, ლაშა ბერულავა ახლა, შედარებით კარგადაა და რამდენიმე დღეში გადაწყდება დასჭირდება თუ არა მას განმეორებითი ოპერაცია.

 

                                                                   

 

„გუშინ, ლაშა ბერულავას სეფსისის ცენტრში მესამე ოპერაცია გაუკეთდა. ძალიან ცუდად იყო, მწვავე აბსცესის გამო, სეფსისის განვითარების საფრთხეც იყო. თუმცა, დროულად მოხდა ჩარევა და ახლა, უკეთ გრძნობს თავს.

 

რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი ექიმების გადაწყვეტილება, გახდება თუ არა განმეორებითი ოპერაცია საჭირო.

 

სავარაუდოდ, მას აბსცესი ტკივილგამაყუჩებელი ნემსის გაკეთების შემდეგ განუვითარდა. ალბათ, ინფექცია შეიჭრა და ამან განაპირობა“ – ამბობს დავით ქაცარავა.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X