12:27 | 2020-09-10 ავტორი: Prime Time

ჟურნალისტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა TV „პირველზე“ ახალ გადაცემას გაუძღვება – ნახეთ პრომო

ჟურნალისტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა TV „პირველზე“ ახალ გადაცემას გაუძღვება – ნახეთ პრომო

ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელსაც გუშინ მეუღლესთან, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად კორონავირუსი დაუდგინდა TV „პირველზე“ ახალ გადაცემას გაუძღვება.

 

გადაცემის პრომო ჟურნალისტი დაინფიცირებამდე ჩაიწერა. ვიკა ბუკია ახალ გადაცემას, სახელწოდებით „პირველი ხაზი“, ჟურნალისტ გიორგი ნიორაძესთან ერთად გაუძღვება.

პირველი ხაზი

🆕 მალე ტვ პირველზე👥 გიორგი ნიორაძის და ვიკა ბუკიას პირველი ხაზი

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2020

 

დღეს ტელეკომპანიის თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარდება. თავად ვიკა ბუკია თავს კარგად გრძნობს და მისი ტესტის პასუხი სუსტი დადებითია.

 

ავტორი: Prime Time

X