
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „ტვ პირველთან” ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან ასაცილებლად ყველა რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინონ.
ჯაღმაიძე ამბობს, რომ სადეზინფექციო საშუალებების მარაგი ხვალ უკვე იქნება და რომელ ტაძრებშიც იქნება საჭირო, იქ გაიტანენ.
მისივე თქმით, საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, გაითვალისწინონ სპეციალისტების რეკომენდაციები.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ვამბობთ, წმინდა ნაწილებით არ შეიძლება გვეშინოდეს დაავადებისა, იმავდროულად, უნდა ვთქვათ, რომ ზიარება არ ნიშნავს, რომ არაფერი დაგვემართება. შესაძლებელია ზიარების რიგში დგომისას ვიღაცისგან დასნეულდეს ადამიანი. ამაზე არ არის საუბარი. რა თქმა უნდა, ყველა წესი უნდა გაითვალისწინონ, რაც რეკომენდაციით იქნება გათვალისწინებული” – ამბობს დეკანოზი.
ასევე დაგაინტერესებთ: მზად ვართ, კორონავირუსით დაინფიცირებულები ვაზიაროთ – დეკანოზი შალვა კეკელია






















