
„მილანის“ თავდამსხმელს ზლატან იბრაჰიმოვიჩს COVID-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადსტურა.
მათივე ცნობით, 38 წლის ფეხბურთელს ვირუსი უსიმპტომოდ გამოუვლინდა და ის გუნდს უახლოეს შეხვედრებში ვერ დაეხმარება, მათ შორის ვერც დღეს, ევროპა ლიგაზე გასამართ ფლეი-ოფის მატჩში.
იბრაჰიმოვიჩის გარდა, „მილანში“ ინფექცია კიდევ ერთ ფეხბურთელს, ლეო დუარტეს დაუდასტურდა.























