12:24 | 2021-10-11 ავტორი: თამარ გონგაძე

“ზოდიაქოთი სასწორი ვარ, გაწონასწორებული. “გადავხარშავ” და პასუხს ისე ვცემ ან ვბლოკავ” – რა საჩუქრები მიიღო იუბილარმა ლამარა აბჟანდაძემ

“ზოდიაქოთი სასწორი ვარ, გაწონასწორებული. “გადავხარშავ” და პასუხს ისე ვცემ ან ვბლოკავ” – რა საჩუქრები მიიღო იუბილარმა ლამარა აბჟანდაძემ

ყველასათვის ცნობილი ლამარა აბჟანდაძე 10 ოქტომბერს 91 წლის გახდა. მათემატიკოს ბლოგერს, შვილიშვილებმა, ტორტით, სიმბოლურად აღუნიშნეს დღეობა. მიიღო საჩუქრები, მათ შორის, დავით ბერძენიშვილისგან. ამბობს, რომ წიგნები მისი საყვარელი საჩუქრებია.

 

რამდენიმე კვირის წინ მოცემულ ინტერვიუში, ქალბატონ ლამარას ასაკის საიდუმოება ვკითხეთ. მან კი გვირჩია: ცოტ-ცოტა ჭამეთ და ეცადეთ, ექვსი საათის შემდეგ არ მიიღოთ საკვებიო. დაახლოებით იგივე რეჟიმით ცხოვრობს ნანი ბრეგვაძეც, რომელიც ამბობს, რომ ძალიან ცოტა ჰყოფნის დასანაყრებლად.

 

91 წლის მათემატიკოსი კი, დასძენს. გონების ვარჯიშია საჭირო და თავს ასაკობრივი ბარიერი არ უნდა დაუწესოთ.

 

თუ 70 წლისა ჩათვლით, რომ დაბერდით, თქვენი ორგანიზმი ამისთვის განეწყობა მართლა დაბერდებით.

 

“პრაიმტაიმთან” სიცილით იმასაც ამხელს, რომ ასი წლის ასაკშიც არ ჩათვლის, რომ დაბერდა…

 

 

ლამარა აბჟანდაძე: – ისეთ ასაკში ვარ, უნდა მიყვარდეს საკუთარი დაბადების დღე. აღნიშვნა დიდად არასდროს მიყვარდა. ჩემს ახალგაზრდობაში ამის საშუალებაც არ იყო. მერე ბავშვები…

 

ახლა, სიბერეში შვილიშვილები ცდილობენ, რომ აღმინიშნონ, არიქა, დაბადების დღე გაქვსო. დღესაც შვილიშვილები შემომეკრიბნენ, ტორტზე სანთელიც ჩამაქრობინეს.

 

მივიღე საჩუქრები. ახლა ხელში მიჭირავს დავით ბერძენიშვილის ნაჩუქარი წიგნი – “საქართველო თავისუფლების აღმართზე.” მიხარია, წიგნებს რომ მჩუქნიან. ამის წინ ზაირა არსენიშვილის “ვაჰ, სოფელო” მაჩუქეს.

 

„ორჯერ გადავრჩი აცრით“ - ცნობილი ბლოგერი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს ამხელს
2021-08-19„ორჯერ გადავრჩი აცრით“ - ცნობილი ბლოგერი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს ამხელს

 

ძილის წინ კითხვას ვერიდები, მხედველობის საკითხია. დღისით ვკითხულობ, თუ სტუმარი არ მყავს და მცალია.

 

ზოდიაქოს ნიშნით სასწორი ვარ. ჩემი თავი გაწონასწორებულად მიმაჩნია. სწრაფად არ ვბრაზდები. ყველაფერს “გადავხარშავ”, ავწონ-დავწონი და ისე ვცემ პასუხს.

 

“ფეისბუქზეც” ასე ვარ, პასუხს ერთბაშად არ ვცემ, დავფიქრდები და ისე ვეპასუხები. არიან ისეთები, პასუხის გაცემაც არ ღირს, მათ პირდაპირ ვბლოკავ.

 

გულით და გონებით არც ასი წლის ასაკში დავბერდები, ასე მგონია. გონება მიჭრის, არც მეხსიერება დამიკარგავს. ყველაფერი მახსოვს, აბსოლუტურად, ყველაფერი, ბავშვობის ყველა წვრილმანიდან მოყოლებული – დღემდე.

 

“ეს ფოტო, ალბათ, 50 ან 60 წლის წინაა გადაღებული. დაზიანებულია. ჩემმა ქალიშვილმა მონახა და დადო ჩემ გვერზე” – წერს “ფეისბუქზე” ლამარა აბჟანდაძე
ავტორი: თამარ გონგაძე

X