17:45 | 2021-08-12 ავტორი: Prime Time

ზოგიერთ დაწესებულებაში მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს დაუშვებენ

ზოგიერთ დაწესებულებაში მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს დაუშვებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღევანდელ სხდომაზე საკოორდინაციო საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება.

 

ნახეთ მთავარი მესიჯები მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგიდან

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X