19:29 | 2020-06-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ზოგზოგიერთები უპასუხისმგებლო ინფორმაციას ავრცელებენ ​ჯანმოს განცხადებებზე დაყრდნობით – სალომე ზურაბიშვილი

ზოგზოგიერთები უპასუხისმგებლო ინფორმაციას ავრცელებენ ​ჯანმოს განცხადებებზე დაყრდნობით – სალომე ზურაბიშვილი

ზოგზოგიერთები ავრცელებენ ძალიან უპასუხისმგებლო ინფორმაციას ჯანმოს განცხადებებზე დაყრდნობით, – ამ შინაარსის პოსტს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ვითომც ასიმპტომატური ადამიანებისგან იშვიათად თუ გადაიცემა ვირუსიო და ამდენად დისტანცირების წესების მკაცრად დაცვა ნუთუ გამართლებულიაო.

 

საგარეჯოში კორონავირუსი 18 წლის ახალგაზრდას დაუდასტურდა 
2020-06-13საგარეჯოში კორონავირუსი 18 წლის ახალგაზრდას დაუდასტურდა 

 

გუშინ გავრცელებული ჯანმოს საინფორმაციო ვიდეო პირიქით აჩვენებს, რომ ასიმპტომატური ისევე როგორც პრესიმპტომატური ( უკვე ინფიცირებული, მაგრამ ჯერ უსიმპტომო ადამიანი, რაც სამ დღემდე შეიძლება გაგრძელდეს) ადამიანებისგან ასევე ვრცელდება ვირუსი ახლო კონტაქტის პირობებში.

 

მე კი მგონია, რომ აფეთქების პრევენცია და მიღწეული შედეგის შენარჩუნება ამ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას განაპირობებს და ყველას ინტერესში უნდა იყოს.

 

ვერ ვხდები, რას ემსახურება ასეთი „განსხვავებული აზრის” გავრცელება – ალბათ თავის გამოჩენას და ნამდვილად არა ქვეყნისა ან საზოგადოების კეთილდღეობას!“, – წერს ზურაბიშვილი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X