00:45 | 2020-05-06 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ზოოპარკში ყველა გამყიდველი იცნობს, შვილიშვილებთან ყოფნა უყვარს – ნიკა გამყრელიძე მამაზე

ზოოპარკში ყველა გამყიდველი იცნობს, შვილიშვილებთან ყოფნა უყვარს  – ნიკა გამყრელიძე მამაზე

ამირან გამყრელიძის ვაჟმა ნიკოლოზ გამყრელიძემ თათია შარანგიას ინსტაგრამ ჩართვაში განაცხადა, რომ მამამის ყველაზე მეტად შვილიშვილებთან ერთად ყოფნა უყვარს.

 

“მამაჩემი ყოველთვის რბილი იყო ბავშვებთან და დღესაც ასე ვართ. ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით და ვკამათობთ. ვკამათობთ ბავშვების განათლებაზე, მე მიმაჩნია თავისუფლება უფრო მეტი ჰქონდეთ ბავშვებს, თუ არ უნდა ბავშვს არ უნდა.

 

ყველაზე მეტად შვილიშვილებთან ყოფნა უყვარს, მე ხშირად არ შემიძლია ბავშვები ზოოპარკში წავიყვანო. მას ჩემი სამი და ჩემი დის სამი შვილი ზოოპარკში დაყავს. სანამ კორონობა გვექნებოდა, ყოველ შაბათ-კვირას შეგვეძლო გადაგვაბარებინა მისთვის ბავშვები.

 

ზოოპარკში ყველა გამყიდველი იცნობს და საღამოობით სახლში უამრავი სათამაშო მოაქვთ, რომელიც ერთ დღეში აღარავის აინტერესებს” – განაცხადა გამყრელიძემ.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X