
მომავლის მასწავლებელი – ეს ტიტული ზუგდიდელ ინგლისური ენის სერთიფიცირებულ სპეციალისტს, ლელა ბულიას მიენიჭა. ინგლისური ენის მასწავლებელთა მაღალტექნოლოგიური ონლაინ-სამიტი 2021- სადაც მონაწილეობას მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 30 ათასამდე მონაწილე ღებულობდა, ლელა საქართველოდან ერთადერთი იყო.
მან რამდენიმე ტური წარმატებით გადალახა და ფინალურ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.
„მოგეხსენებათ სამიტი საკუთრივ ინგლისურ ენაზე წარიმართებოდა. 91 კომისიის წევრი და მონაწილეები იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან და ქალაქებიდან, როგორიცაა კანადა-ვანკუვერი, ჰონ-კონგი, ჩინეთი, ვირჯინია, ორეგონი, ლას ვეგასი, დენვერი, ბოსტონი, რუსეთი, ერაყი, ინდოეთი, ფილიპინები, ალჟირი, ბრაზილია და მრავალი სხვა.
აქტიური ჩართულობით რეიტინგის მონაწილეთა 330-ს მასწავლებელს შორის რეიტინგის მიხედვით აღმოვჩნდი 1 ადგილზე, Ashley Whitesides დირექტორის მოადგილე და პარტნიორთა მენეჯერი მოცემული რეიტინგის თავში იყო, რადგან ის ტრანსლირებდა.
სამიტი გახსნეს Ashley Whitesides-მა და Benjamin Dent-მა Hallo-ს თანადამფუძნებელმა, რომელმაც მომწერა რომ ვიყავი შერჩეული კანდიდატი და შემდგომ 25 იღბლიან გამარჯვებულს შორის და სრული პაკეტით მიფინანსებდა სამდღიან სამიტზე მონაწილეობას ყველანაირი შესაძლებლობებით.

სამიტის დასაწყისს ძალიან საინტერესო თემით წარსდგა Jim Warford განათლების სფეროში ლიდერობის საერთაშორისო ცენტრის უფროსი მრჩეველი ფლორიდიდან, წიგნის ავტორი- ტვინზე დაფუძნებული სტრატეგიები კულტურასა და მოსმენაზე, ნდობა და ემპათია.
შემდეგი იყო Becky Douglas ინდოეთში სკოლის დამაარსებელი, დირექტორი, ისაუბრა თემაზე სტიგმის ცვლილება. სხვადასხვა წარმომადგენლობამ განიხილა თემები : კულტურული შოკი, სიცოცხლის ღირებულება, მოტივაცია და ინსპირაცია, ურთიერთობები, ინკლუზიაში ყურადრება გამახვილდა კინესთეტიკურ სწავლებაზე და ფიზიკურ ან ჯგუფურ მუშაობაზე ვიდრე ლექციის მოსმენა ან დემონსტრაციის ყურება და მრავალი აქტუალური თემები, ამასთან ერთად საერთაშორისო სტანდარტებში უახლესი ცვლილებები, რომლებიც იგეგმება და ახლო მომავალში განხორციელდება.
სამიტის მთავარი მესიჯი იყო მომავლის მასწავლებელთა ტექნოლოგიური მიღწევებით, ონლაინ პლატფორმის გამოყენებით მუშაობის უახლესი მეთოდების დანერგვა ყოველდრიურ ცხოვრებაში, სამიტზე მონაწილე პედაგოგები შეძლებენ თაობათა სწავლების მომავლის გარდაქმნას. COVID-19-მა დააჩქარა პროცესები, რომ საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და უახლესი სწავლების მეთოდები შერწყმოდა ერთმანეთს, რათა ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელი ყოფილიყო უმნიშვნელოვანესი ტრადიციული მასწავლებლის ფუნქციის ცვლილება“,-ამბობს ლელა.
![May be an image of 1 ადამიანი და ტექსტი, რომელიც შეიცავს 'Chat question? PM What does the fifth element mediation mean? how is forated and integrated in the exam format? Thank you. PM Benjamin Dent Greati We will add this list. MHIOOT 1 MIN ባ the question 9:45 PM Benjamin Dent .hankyou Lelal 9:45 PM @ Trinity College Type message] ge Summit, COO Hallo F. Borne Sogno & B. Dent Frédéric Borne-Sogno is the current GM for Trinity College, London and specializes assessment and certification. Frederic brings years experience in management consulting in the education indust... Read more'](https://scontent.ftbs4-1.fna.fbcdn.net/v/t1.0-9/162261235_4210580432300215_7245852074957846878_o.jpg?_nc_cat=105&ccb=1-3&_nc_sid=b9115d&_nc_ohc=KsSJ29mGfW4AX_LGu6x&_nc_ht=scontent.ftbs4-1.fna&oh=fb7b03018f963fa0ee292059b3b4c639&oe=60784095)
ლელა ბულია დღეს უკვე ახალი მეთოდებისა და ხერხების გამოყენებით თავის მოსწავლეებს უკვე სახლში ამეცადინებს. ლელას განმარტებით, სამდღიანი სამიტის ღირებულება 90 დოლარს შეადგენდა და მთლიანი თანხა ინდოეთში ქველმოქმედების ფარგლებში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის, განათლებისთვისა და სამედიცინო სფეროსთვის გადაირიცხა.
მას ასევე ეძლევა შანსი, აღნიშნულ სამიტს მომავალ წელსაც დაესწროს და ტრენინგები განათლების სფეროში უახლესი ცვლილებების შესახებ გაიაროს.
„გავიტანე თემები განათლების რადიკალურ ცვლილებებზე, საქართველოზე, როგორც მრავალკულტურულ საზოგადოებაზე, კულტურაზე, მის შესაძლებლობებზე, დამწერლობასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ჩვენს აფხაზეთზე, ასევე დავურთე ლინკები საქართველოზე და ჩემს მშობლიურ ქალაქ-ზუგდიდზე, რათა მთელი მსოფლიოსთვის გამეცნო ქართული გენია. ვიდეო ჩანაწერებში ჩანს ზემოთაღნიშნული ინფორმაცია“, – გვიყვება პედაგოგი.
მომავალი სამიტისთვის განსახილველად კი მისი კითხვა შეიტანეს.
ავტორი: თეა შონია






















