12:45 | 2020-03-17 ავტორი: Prime Time

ზუგდიდის ბაზარს დეზინფექცია ჩაუტარდება

ზუგდიდის ბაზარს დეზინფექცია ჩაუტარდება

ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჩატარდება.

 

შპს „სუპერმარკეტის“ ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოები 18:00 საათზე დაიწყება და ის ბაზრის მუშაობაზე გავლენას არ მოახდენს.

 

„მაშინ დავიწყებთ დეზინფექციას, როცა ხალხისგან დაცლილი იქნება ტერიტორია. ხვალ ჩვეულებრივად გაიხსნება და მომხმარებლებს თავისუფლად შეეძლებთ მოსვლა. თუ საჭირო გხადება ყოველი მეორე დღეს ჩავატარებთ დეზინფექციას“, – ამბობს ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომელი მანანა ბარძემაშვილი.

 

საქართველოში კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდგინდა.

 

ავტორი:თეა შონია 

ავტორი: Prime Time

X