20:51 | 2020-05-04 ავტორი: თამთა თორდია

ზუგდიდის ინფექციურში 119 მედიკოსს კორონავირუსზე იკვლევენ

ზუგდიდის ინფექციურში 119 მედიკოსს კორონავირუსზე იკვლევენ

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID 19-ზე 135 პაციენტს PCR ტექნოლოგიით ამ წუთებში იკვლევენ.

 

ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის პერსსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, გამოსაკვლევ პაციენტებს შორის 119 მედიკოსია.

 

ცნობისთვის, ამ დრომდე ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში უკვე სამასამდე პაციენტია გამოკვლეული.

 

მიმდინარე კვლევების პასუხები გვიან საღამოს გახდება ცნობილი.

 

ავტორი: თეა შონია

 

ავტორი: თამთა თორდია

X