15:31 | 2021-10-03 ავტორი:

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” არჩევნების წინასწარი შედეგები შეაფასა

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” არჩევნების წინასწარი შედეგები შეაფასა

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან”, მამუკა წოწერიამ არჩევნების წინასწარი შედეგები შეაფასა.

 

მისი სიტყვებით, დაფიქრდება იმაზე, რამე ხომ არ დააკლო წინასაარჩევნო პროცესს პირველ ტურში. განმარტა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ეს შედეგი. ერთ-ერთ მიზეზად, რომ პირველივე ტურში ვერ მოიპოვა გამარჯვება, მათი მხარდამჭერების ხმების სხვა პარტიებზე გადანაწილებას მიიჩნევს, მათ შორის ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიაში.

 

“პირველ რიგში მე მინდა საქართველოს მივულოცო დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები. მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩეველს აქტიურობისთვის. რაც მთავარია ქვეყნის მასშტაბით, “ქართულმა ოცნებამ” დააფიქსირა უმნიშვნელოვანესი შედეგი. ეს გახლავთ 48%, რაც ქვეყნის მშვიდი განვითარების გარანტიაა. რაც შეეხება ზუგდიდის შედეგებს, ჩვენ რეალობას ვუსწორებთ თვალს. გვაქვს მეორე ტური. აქედან გამომდინარე, ალბათ პირველ რიგში დავფიქრდები საკუთარ თავზე, რამდენად გავაკეთე ყველაფერი და ხომ არ დავაკელი საარჩევნო პროცესს რამე.

 

მადლობა მინდა გადავუხადო საარჩევნო აქტივს. რა თქმა უნდა, გარემოებებს შორის გახლავთ ის, რომ ჩვენი ელექტორატი გადანაწილდა სხვადასხვა პარტიებზე. ამან დააყენა ის შედეგი, რაც დადგა. თუმცა მეორე ტურის მოგებაში დარწმუნებული ვართ, რომ “ქართული ოცნების” სასარგებლო იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერთვებით არჩევნების მეორე ტურის ბრძოლაში. უმნიშვნელოვანესი ჩვენი ხმა წაიღეს მცირე პარტიებმა, მათ შორის უმნიშვნელოვანესია ალბათ ყოფილი პრემიერის პარტია”, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

 

წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივ არჩევნებში, ენმ-ის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ 21, 978 ხმა მიღო, რაც ამომრჩეველთა ხმების 46, 8%-ია, ხოლო “ქართული ოცნების ” კანდიდატმა მამუკა წოწერიამ 19, 388, ხმა – რაც მომრჩეველთა ხმების 41, 28%-ია.

 

ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X