13:44 | 2020-03-21 ავტორი: Prime Time

ზუგდიდის ტაძრებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

ზუგდიდის ტაძრებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ტაძრებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამისი ფოტოებს ეპარქიის ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

 

20 მარტს, საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც განხილვის მთავარი თემა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარება და პრევენციული ღონისძიებები იყო.

 

სხდომის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ წმინდა ზიარების წესი არ იცვლება. ამავდროულად, წმინდა სინოდმა რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავა. მათ შორის, ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ ხმოვანი საშუალებების დამონტაჟების შესახებ, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს ლოცვაზე დასწრება.

 

ავტორი: თეა შონია

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

პანდემიის დროს, არა ზიარების საიდუმლოების, არამედ საერთო კოვზზე უარის არ თქმა გაუგებარია - მარგველაშვილი
2020-03-21პანდემიის დროს, არა ზიარების საიდუმლოების, არამედ საერთო კოვზზე უარის არ თქმა გაუგებარია - მარგველაშვილი
ავტორი: Prime Time

X