
ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში წირვისა და ქადაგების დასრულების შემდეგ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მორწმუნეებს ანტიბაქტერიული ხსნარი გადასცა და სიფრთხილისა და ლოცვისკენ მოუწოდა. ტაძარში ზიარება დღეს ჩვეულებისამებრ ძველი წესით ჩატარდა, თუმცა ღვინო, ე.წ. სიტკბოება მორწმუნეებმა ერთჯერადი ჭიქებით მიიღეს.
მეუფე გერასიმეს თქმით, ზიარების წესი არ შეიცვლება. მან აღნიშნა, რომ შესაბამისი სიმპტომების მქონე ადამიანმა თავად უნდა შეიკავოს თავი ხალხმრავალ ადგილებში მისვლისგან, მათ შორის, ტაძარში ზიარების მიღებისგან.
„ძველი წესი არ შეიცვლება, თუმცა, ვისაც აქვს ეს სიმპტომები და უნდა ზიარება, მზად ვართ, რომ ვაზიაროთ სახლში”,- უთხრა ჟურნალისტებს მეუფე გერასიმემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში
კორონავირუსით ინფიცირების 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 439 ადამიანი
ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პირი
ავტორი: თეა შონია























