10:40 | 2020-04-19 ავტორი: Prime Time

ზუგდიდიში სააღდგომო ღვთისმსახურება დილით დაიწყო

ზუგდიდიში სააღდგომო ღვთისმსახურება დილით დაიწყო

სააღდგომო ღვთისმსახურება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმე შარაშენიძემ ზუგდიდის მშენებარე ტაძარში აღავლინა. საღმრთო ლიტურგია დილის 7 საათზე დაიწყო. მან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა მრევლს და მის მნიშვნელობასე ისაუბრა.

 

,,სრულიად საქართველოს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მკვდრედით აღმდგარმა ქრისტემან, ღმერთმან დალოცოს სრულიად საქართველო და მთელი სამყარო,”- განაცხადა მეუფემ.

 

ეკლესიაში მრევლი სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე იდგა და მათ შორის დისტანცია დაცული იყო.

 

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ყველა ტაძარში წირვა, რომ დილის 7 საათიდან დაიწყებოდა, ეს წინასწარ იყო ცნობილი. მიტროპოლიტმა ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების გამო მიიღო.

 

შეგახსენებთ, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ყველა ტაძარში სააღდგომო ლიტურგიის დროს პირბადეები დარიგდა.

 

ასევე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.

 

დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.

 

ცნობისთვის, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული.

 

ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

ტაძრების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომენდანტის საათის გამო, სააღდგომო ლიტურგია დილით ჩატარდეს.

 

15 აპრილს, მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტა!

 

ავტორი: თეა შონია
ავტორი: Prime Time

X