14:48 | 2020-05-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ზუგდიდში სატვირთოს მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდში სატვირთოს მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდში სატვირთო მანქანის მძღოლს თვითიზოლაციის ვადის გასვლის შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-თან ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ დაადასტურა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლს მოგზაურობის ისტორია აქვს და ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

 

ამის შემდეგ ასრულებდა სატვირთო გადაზიდვებს, მათ შორის თბილისშიც.

 

„მას დაავადება დაეწყო 9 მაისს, მაღალი ტემპერატურით, ის თვითმკურნალობას მიმართავდა ოჯახში და როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა მიმართა რუხის კლინიკას”, – თქვა ნანა ოდიშარიამ.

 

პაციენტი ამ დროისთვის რუხის საავადმყოფოში იმყოფება.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X