08:35 | 2021-11-12 ავტორი: Prime Time

ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში კორპუსის მეხუთე სართულიდან ხუთი შვილის დედა გადმოვარდა და დაიღუპა

ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში კორპუსის მეხუთე სართულიდან ხუთი შვილის დედა გადმოვარდა და დაიღუპა

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში უბედური შემთხვევა მოხდა. კორპუსის მეხუთე სართულიდან ხუთი შვილის დედა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

 

მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევის დროს ქმარი სახლში არ იმყოფებოდა. მათ უჭირთ თქმა, ეს იყო სუიციდის მცდელობა, თუ უბედური შემთხვევა.

 

„ბავშვებთან ერთად მანქანაში ვცხოვრობდით, ახლა მუყაოს სახლში ვართ“ - მრავალშვილიანი დედის სულისშემძვრელი ისტორია
2021-11-12„ბავშვებთან ერთად მანქანაში ვცხოვრობდით, ახლა მუყაოს სახლში ვართ“ - მრავალშვილიანი დედის სულისშემძვრელი ისტორია

 

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ალკოჰოლდამოკიდებულო იყო, თუმცა მეზობლების ცნობით, შესაძლოა იგი აივანზე სარეცხს ფენდა და მოაჯირს გადაყვა.

 

იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა,თუმცა მეზობლების ინფორმაციით, მას სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.

 

„ცოლ-ქმარი გამუდმებით სვამდა, გასული წლის დეკემბერში გადმოვიდნენ აქ. 5 ბავშვიდან სამი სახელმწიფო ზრუნვის პროგრამაშია, ხოლო ორი ამ ტრაგედიის დროს ბინაში იყო. ბავშვები სხვა ოთახში იყვნენ და არაფერი გაუგიათ”,- გვითხრეს მეზობლებმა.

 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

ავტორი: თეა შონია 

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X