
ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის წინ 30-მდე გარემოვაჭრემ საპროტესტო აქცია გამართა.
მათი თქმით, ისინი მცირე მეწარმეები არიან და 300 ლარამდე ბრუნვაც კი არა აქვთ. ამის გამო კი გადასახადს ვერ გადაიხდიან.

„ჩვენ ღია ტიპის ბაზრობაზე სამუშაოდ ვერ შევალთ და ვერც გადასახადს გადავიხდით,მერე სახლში რა წავიღოთ…ისედაც წვრილმანი საქონლით ვვაჭრობთ“,- აცხადებენ ისინი.
მერიის ზედამხედველობის სამსახურში კი ამბობენ, რომ გარევაჭრობას არ დაუშვებენ. გარემოვაჭრეები ხვალ აქციის მოწყობას მერიასთან გეგმავენ.
ავტორი: თეა შონია























