
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ჩატარებული კვლევით კიდევ ერთ არასრუწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მცირეწლოვანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის ნათესავია. მცირეწლოვანი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.
სულ ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის კონტაქტებიდან 15 არასრულწლოვანი იყო გადაყვანილი.
ამ მომენტისთვის, ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტებიდან კორონავირუსი ექვს ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის დედას და ორ მცირეწლოვან შვილს. ყველა რუხის საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას.
ბოლო მონაცემებით:
საქართველოში კორონავირუსის 695 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამოჯანრმთელებულია 425 ადამიანი
საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3890 ადამიანი
სტაციონარში რჩება 357
ავტორი: თეა შონია






















