22:27 | 2020-10-21 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ზუგდიდში მძევლების უმეტესობა თავისუფალია

ზუგდიდში მძევლების უმეტესობა თავისუფალია

„პრაიმტაიმის“ ხელთ არსებული დაზუსტებული ინფორმაციით ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მძევლები აღარ არიან. პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებს.

 

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავმდამსხმელი დაკავებულია, თუმცა ამ დრომდე ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

პრაიმტაიმი დეტალებს აზუსტებს.

 

სპეცოპერაცია ზუგდიდში

 

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის.

 

მძევლების და მოქალაქეების უსაფრთხოების გამო, „პრაიმტაიმმა“ სპეცოპერაციის პირდაპირ ეთერში ჩვენება შეწყვიტა

 

ვიდეო: ზუგდიდში, ბანკში მძევლად აყვანილმა მოქალაქემ თავდამსხმელებს თავი სახანძრო კიბის საშუალებით დააღწია

 

„ტერორისტები შეიჭრნენ“ – თვითმხილველი ზუგდიდის სპეცოპერაციიდან (ვიდეო)

 

იგი არის კბილებამდე შეიარაღებული! – მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო

კომენტარი+

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X