10:19 | 2021-04-30 ავტორი: Prime Time

ზუგდიდში მამა-შვილი დაჭრეს

ზუგდიდში მამა-შვილი დაჭრეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ახალაბასთუმანთან, წუხელ გვიან ღამით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, მამა-შვილი დაჭრეს.

 

თვითმხილველების ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა დაჭრილს ოკუპირებული აფხაზეთიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კონტრაბანდული, უაქციზო სიგარეტი გადმოჰქონდა.

 

ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელების მოთხოვნას და შემთვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციელმა გაისროლა.

 

დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, შემდეგ მისი რეფერირება ქუთაისში მოხდა.

 

მას სასწრაფო, გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

 

ზუგდიდის რეფერალურ საავადმოყოფოში “პრაიმტაიმთან”განმარტავენ, რომ დაშავებულებს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები, სხეულის სხვადასხვა ნაწილში აქვთ მიყენებული.

 

„კლინიკაში შემოიყვანეს მამა-შვილი, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. შვილს აქვს გულმკერდის მეოთხე მალის განივი მორჩის მოტეხილობა, ზურგის ტვინის დაჟეჟილობა. მამას ტერფის არეში ნაფლეთ- ნაგლეჯი ჭრილობა. ორივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, გრძელდება კვლევები და შესაბამისი მკურნალობა,”- აცხადებენ ზუგდიდის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი სულხან ორჟონია.

 

დაჭრილი მამაკაცის დედის განცხადებით, მის შვილს და მეუღლეს კონტრაბანდული სიგარეტი ნამდვილად ჰქონდათ, თუმცა მათ პოლიციამ გაფრთიხლების გარეშე ესროლა.

 

 

დაჭრის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

 

ავტორი: Prime Time

X