
„რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 200 ტესტი, აქედან გვაქვს 20 დადებითი პასუხი, მათგან 1 ოკუპირებული საბერიოს შემთხვევაა, 1 მარტვილელია, 3 არის ფოთის მცხოვრები, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ ბათუმთან, 15 არის ზუგდიდი, რომელთაგან 14 არასრულწლოვანია და მათი ინფიცირება მოხდა რეპეტიტორისგან.
ეს მასწავლებელი კი ოქროს ბირჟის კლასტერია.
მეთხუთმეტე ზუგდიდელი არის ასევე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.
რადგან არასრულწლოვნები მოსწავლეები არიან, სამი სკოლა, სადაც მათ შემხებლობა აქვთ, გადავა დისტანციურ სწავლებაზე.
ეს სკოლებია რუხის, ინგირის პირველი და დიდინეძი.
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 92 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 69 კოვიდ პაციენტი, აქედან 4-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 173 ადამიანი”-აღნიშნავს მალხაზ თორია.
ავტორი: თეა შონია























