16:37 | 2021-05-01 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ზუგდიდში სამართალდამცავების მიერ დაჭრილი მამა-შვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ზუგდიდში სამართალდამცავების მიერ დაჭრილი მამა-შვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას განცხადებით, სავარაუდოდ პოლიციელის მიერ დაჭრილი მამა-შვილის პაპუნა და ბადრი ძანძავების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

მისივე თქმით, პაპუნას გულ-მკერდის მეოთხე განივი და წვეტიანი მორჩების ფრაგმენტული მოტეხილობა და ექსკორაციები აღენიშნება, ხოლო მამას, ბადრი ძანძავას ერთი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს ტერფის მიდამოში.

 

გუშინ დაჭრილი მამა-შვილი სამართალდამცველებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში უკვე გამოჰკითხეს.

 

ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალაბასთუმანში მომხდარ ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება უკვე დაიწყო.

 

ბადრი და პაპუნა ძანძავებს ბრალი არ აქვთ წაყენებული.

 

ჯერჯერობით უცნობია, დაიწყება თუ არა გამოძიება მათ წინააღმდეგ შესაბამისი მუხლით.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X