10:24 | 2020-04-15 ავტორი: Prime Time

ზუგდიდში სასწრაფოს მედდა კორონავირუსის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ზუგდიდში სასწრაფოს მედდა კორონავირუსის  ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წუხელ, გვიან ღამით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედდა მოათავსეს. საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მას Covid-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს.

 

„დღეს იგეგმება ამ ქალბატონის ბიოანალიზის გადაგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში“, – ამბობენ საავადმყოფოში.

 

გარდა ამისა, დღეს განმეორებითი მეორე ტესტი ჩაუტარდება 50 წლამდე ქალს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან გადმოიყვანეს და კორონავირუსზე 30 მარტიდან მკურნალობს.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 306 ადამიანია. 

 

ბოლო მონაცემებით: 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ავტორი: თეა შონია

 

ავტორი: Prime Time

X