19:46 | 2021-04-24 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ზუგდიდში სავალუტე ჯიხურში თანამშრომელს 10 000 ლარამდე თანხა მოპარეს

ზუგდიდში სავალუტე ჯიხურში თანამშრომელს 10 000 ლარამდე თანხა მოპარეს

ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში დღეს დილით ფულის გადასახურდავებელ პუნქტში 57 წლის მამაკაცმა ბ. ხ.-მ გამყიდველ ქალს ა. ბ.-ს დაახლოებით, 10 ათას ლარამდე თანხა მოპარა. იგი ქალს როგორც მომხმარებელი, ისე გაეცნო.

 

სამართალდამცველებმა მამაკაცი მოგვიანებით, ბაზრიდან მოშორებით ე.წ. სვანეთის ბაზართან დააკავეს. მათ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ნაქურდალი თანხა. დაკავებული მამაკაცი სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

 

მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X