17:07 | 2021-10-02 ავტორი: Prime Time

ზურა, 7 ზე შევხვდეთ საუნდჩეკზე, რეპერტუარი მზადაა – მამუკა ხაზარაძე

ზურა, 7 ზე შევხვდეთ საუნდჩეკზე, რეპერტუარი მზადაა – მამუკა ხაზარაძე

„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ, სადაც სცენის მონტაჟი მიმდინარეობდა, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მივიდა.

 

ჯაფარიძე სცენასთან გიტარით მივიდა.

 

„ზეიმი რომელზე იწყება ხომ არ იცით? „საუნდჩექისთვის“ რომელზე მოვიდე?“,- კითხულობდა ზურაბ ჯაფარიძე.

 

ნახეთ ვიდეო: „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც სცენას ამონტაჟებენ, ზურაბ ჯაფარიძე გიტარით მივიდა

 

გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც გამოეხმაურა.

 

„ზურა 7 ზე შევხვდეთ საუნდჩეკზე, ოცნებამ სცენის აწყობა დაამთავრა, რეპერტუარი მზადაა“,- წერს მამუკა ხაზარაძე.

 

ტრადიციისამებრ, არჩევნების დღეს, სახელისუფლო პარტიის ლიდერები საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად ოფისის წინ დადგმულ მონიტორზე ისმენენ არჩევნების წინასწარ შედეგებს.

 

ე.წ. ეგზიტპოლები 20:00 საათიდან, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნდება.

 

დღეს, 2 ოქტომბრს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.

 

მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

 

ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X