
გიორგი ყიფშიძის და ანი ჩიქვილაძის დაშორება რამდენიმე თვის წინ, ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
მსახიობმა 24 წლით უმცროს გოგონაზე ენი გასაევზე იქორწინა და წყვილს ვაჟი კოსმო ჰყავს.
ანიმ და გიორგიმ ქორწინება ვიწრო წრეში აღნიშნეს და აშკარაა, რომ ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, თავს ჰარმონიულად გრძნობენ.
კოსმო ყიფშიძე 24 თებერვალს დაიბადა და ფაქტია, ყიფშიძეების ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

მშობლებს პატარა ბიჭი ხშირად დაჰყავთ ბუნებაში სასეირნოდ. მეოთხე შვილიშვილი განსაკუთრებით აბედნიერებს ბაბუას, ცნობილ ქართველ მსახიობს ზურა ყიფშიძეს, რომელიც ბავშვთან ხშირად ატარებს დროს და არც პატარა კოსმო ჩანს ბაბუისადმი გულგრილი ბიჭუნა.
გიორგი ყიფშიძის უფროსი ქალიშვილი, ნატალია ინსტაგრამზე ხშირად აქვეყნებს უმცროს ძმასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.
ინსტაგრამზე მან ბაბუის და კოსმოს ფოტო გამოაქვეყნა, “ზურა ბაბუ ძალიან რო უყვარს”, – წერს ნატალია.
ზურა ყიფშიძეს შვილიშვილებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, რასაც ნატალია ყიფშიძე ყოველთვის აღნიშნავს.























