
40 დღე გავიდა, რაც მომღერალი ზურა დოიჯაშვილი მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა. მისი ბოლო სურვილი საქართველოში ჩამოსვლა იყო, თუმცა სამშობლოს ცოცხალი ვერ დაუბრუნდა. ამის გამო მისმა მეუღლემ ბოდიში მოუხადა.
„ვერ აგისრულე, ვერ დაგაბრუნე თბილისში ცოცხალი, ბოდიში“, – დაწერა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ქეთი ვადაჭკორიამ.
ცნობისთვის, ცნობილი ქართველი მომღერალი 57 წლის ასაკში 14 თებერვალს გარდაიცვალა. ზურა დოიჯაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე დაავადებას ისრაელის ერთ–ერთ კლინიკაში ებრძოდა.
ბოლო თვეების განმავლობაში ის გონზე თითქმის არ მოსულა, მართვით სუნთქვაზე იყო, გახდა და ბოლოს მისი წონა 37 კილოგრამს შეადგენდა.























