
ამ წუთებში, გირჩის ერთ-ერთი წევრი, პარტიული დაპირისპირების მთავარი გმირი, ვახო მეგრელიშვილი ერთ-ერთ სოციალურ პლატფორმაზე გირჩის მხარდამჭერების კითხვებს პასუხობს. მხარდამჭერების ძირითადი კითხვები გირჩიდან მეგრელიშვილთან კონფლიქტის გამო წასულ ან გაშვებულ აქტივისტებს, წევრებს ეხებათ. ამის შესახებ ვახო მეგრელიშვილმა ასე უპასუხა:
„საძმაკაცოდან პარტიის გარდაქმნამდე ვართ მისულები და ვინც წავიდნენ, მათზე საჯაროდ არ ვისაუბრებ. თუ ვინმეს აინტერესებს პირადი კონფლიქტი, მოვიდეს და დაველაპარაკები. სასამართლოზე და თავისუფლებაზე რომ ვსაუბრობთ, ამ ბაბლში (მხარდამჭერთა ჯგუფში) უნდა გარდაიქმნას ეს პროცესები. ამ „ზუმში“ ვერ გიპასუხებთ.“ – ამბობს მეგრელიშვილი.
შემდეგ კითხვას, აპირებენ თუ არა გირჩის ლიდერები დაპირისპირების აღმოფხვრას და მოლაპარაკებას? ამ კითხვას მეგრელიშვილმა ასე უპასუხა:
„ზურა მხვდება, სპეციალურად დავდივარ და არ მესაუბრება. მგონია, რომ მას უბრალოდ ნერვებს ვუშლი. უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ ვიღაცის ენთუზიაზმის საფუძველზე.
უნდა ვიმსჯელოთ შეიძლება თუ არა ვიღაც ადამიანისთვის სახელი გირჩის გატან-გამოტანება, მე მგონია რომ არ შეიძლება, ზურას ჰგონია, რომ შეიძლება. ამაზე ხომ უნდა ვილაპარაკოთ და პასუხები დავაფიქსიროთ.“ – პასუხობს მეგრელიშვილი.

გირჩის ბაბლში, მხარდამჭერები კომენტარებად წერენ, რომ ისინი უკამყოფილოები არიან, რადგან მეგრელიშვილი კითხვებზე კონკრეტულ და ამომწურავ პასუხებს არ სცემს კითხვის ავტორებს.
რაც შეეხება გირჩის კრიზისს, მეგრელიშვილმა ერთ-ერთ მედიატორად მწერალი ტორესა მოსი შეარჩია და განაცხადა, რომ კომუნიკაცია ნეიტრალური პირის მეშვეობით უნდა შედგეს.






















