20:54 | 2021-10-18 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ზურაბ ბერიძე საბურთალოზე მოკლული ქალის საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებს

ზურაბ ბერიძე საბურთალოზე მოკლული ქალის საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებს

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი, ზურაბ ბერიძე ყოფილი მეუღლის მკვლელობასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ანასტასია შატალოვასთან კონტაქტი ბოლოს 6 თვის წინ ჰქონდა.

სააკაშვილი იმ ტიპის ლიდერია, რომ აკვდება ბრძოლას და ეს გამოუსწორებელი კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის - თაკო ჩარკვიანი
2021-10-18სააკაშვილი იმ ტიპის ლიდერია, რომ აკვდება ბრძოლას და ეს გამოუსწორებელი კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის - თაკო ჩარკვიანი

 

„მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით. ერთადერთი, შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მე ის საერთოდ არ მინახავს. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ.“ – განაცხადა ზურაბ ბერიძემ.

 

შეგახსენებთ, გუშინ, 17 ოქტომბერს, თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი მოკლეს. მეზობლებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს და დაინახეს შემთხვევის ადგილიდან გაქცეული მამაკაცი.

 

არსებული ინფორმაციით, ანასტასია შატალოვას ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებით დავა ჰქონდა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X