
მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე მეუღლესთან ერთად ბათუმშია და როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, ჰაერის გასუფთავებას საგრძნობლად ამჩნევს. უმანქანობისგან მიღებულ ამ სასარგებლობას მსახიობი დიდი ხნის წინ აცნობიერებდა და სურდა, რომ ბათუმის მერიაში შეეტანა განცხადება ინიციატივით, რომ კვირაში ერთი დღე ქალაქში ავტომობილით გადაადგილება შეზღუდულიყო.
ზურაბ ცინცქილაძე: – ბათუმში ვართ მე და ჩემი მეუღლე. აქ უფრო იოლი გასაძლებია. შეგიძლია გამოხვიდე და ზღვაზე გაისეირნო. არავინ არ არის. ჩაისუნთქო ჰაერი და წახვიდე ისევ სახლში.
უმანქანობა საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას. პირიქით, მის გარეშე კიდევ უკეთეისია.
გუშინ აივნიდან ცაზე რომ ავიხედე, ვარსკვლავები გამოჩნდა ცაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰაერი იმდენად დაიწმინდა, ცა მოკრიალდა. სუნთქვაც გაადვიალებულია.
მე მქონდა ინიციატივა, რომ იქნებ ზაფხულობით მაინც, თუნდაც კვირა დღე ავტომობილით გადაადგილება შეზღუდულიყო.
დაწესებულიყო “უმანქანო დღე”, როცა ფეხით მოსიარულე ხალხი ერთმანეთს მიესალმებოდა, შეხვდებოდა, კაფეებსა და ბარებში დასხდებოდნენ…
ეს ურთიერთობებისთვისაც კარგია და ჰაერის გასასუფთავებლადაც. გაწერილი მქონდა პროექტი, მაგრამ არ შემატანინეს მერიაში, ხალხის ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვება და აზრი არ აქვსო.
აჰა, საერთოდ გაჩერებულია მთელი ქვეყანა, თურმე შესაძლებელი ყოფილა.
მე ამ აქტში უფრო მეტ დადებითს ვხედავ, ვიდრე უარყოფითს. უნდა მივხვდეთ, რომ სასჯელი დავიმსახურეთ და მივიღეთ. ამიტომ უნდა დავმშვიდდეთ.






















