15:27 | 2021-08-26 ავტორი: Prime Time

ზურაბ ზვიადაურს შესაძლოა ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს – ნახეთ ოლიმპიური ჩემპიონის კლინიკაში გადაყვანის ექსკლუზიური კადრები (ვიდეო)

ზურაბ ზვიადაურს შესაძლოა ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს – ნახეთ ოლიმპიური ჩემპიონის კლინიკაში გადაყვანის ექსკლუზიური კადრები (ვიდეო)

ზურაბ ზვიადაური კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას ინფორმაციას “რუსთავი 2“ ექსკლუზიურად ავრცელებს.

 

ირკვევა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი თოდუას კლინიკაში 2 საათის განმავლობაში კვლევებზე იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ე.წ მატროსოვის ციხეში დააბრუნეს.

 

როგორც ცნობილია, სპორტსმენს ხერხემალი აწუხებს და არ არის გამორიცხული, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო..

 

კლინიკაში იმყოფებოდნენ ზურაბ ზვიადაურის ოჯახის ახლობლები და მისი ადვოკატი. როგორც მისი უფლებადამცველი ამბობს, ზურაბ ზვიადაურს ხერხემლის პრობლემა დიდი ხანია აწუხებს, მას რამდენიმე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, კვლევების შემდეგ, მას ქირურგიული ჩარევა კიდევ ერთხელ დასჭირდეს.

 

9 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე, ზურაბ ზვიადაური დააკავეს. თელავის სასამართლომ, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ადვოკატებმა გაასაჩივრეს, თუმცა გუშინ გახდა ცნობილი, რომ სააპელაციო სასამართლომ ადვოკატების შუამდგომლობა არ მიიღო. საქმეზე წარდგენილ ბრალს ზვიადაური არ აღიარებს.

 

ნახეთ ვიდეო

 

ავტორი: Prime Time

X