18:33 | 2021-01-03 ავტორი: Prime Time

2020 წელი ერთდროულად ექიმების გაბითურებისა და გამარჯვების წელი იყო – ზურაბ გურული

2020 წელი ერთდროულად ექიმების გაბითურებისა და გამარჯვების წელი იყო – ზურაბ გურული

ადრე საავადმყოფოში ცხოვრობდა შიში, შარშან გამოიქცა შიში საავადმყოფოდან, – ამის შესახებ ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს, რითაც 2020 წელს აჯამებს.

 

„სევდამ და შიშმა გაანაცრისფრა წელს სამყარო. ადრე საავადმყოფოში ცხოვრობდა შიში. ყოველდღე ვხვდებოდით ექიმები პაციენტების თვალებიდან და თვალებით მომზირალს. შარშან გამოიქცა შიში საავადმყოფოდან, ყველას ჩამოუარა და თვალებში ჩახედა…

იმედიც ცხოვრობს საავადმყოფოში შიშთან ერთად. ისიც პაციენტების თვალებიდან და თვალებით გვიმზერს.

 

ექიმების გაბითურებისა და გამარჯვების წელი ერთდროულად იყო 2020. განსაკუთრებით ექიმებს ვულოცავ ამიტომ ახალ წელს.

 

საავადმყოფოებში მყოფ პაციენტებს ვულოცავ, მათ ახლობლებს და ჭირისუფლებს. ერთად დაგვეძლიოს შიში და ისევ იმედიანად გავყოლოდეთ ჩვენს ბილიკებს. ყველა კარგ, ღირსეულ ადამიანს ვულოცავ. იმედი დაგვბედებოდეს…”, – წერს ზურაბ გურული.

 

 

ეს ის კვლევაა, რომლის ჩატარებასაც არაერთი ჩვენგანი უშედეგოდ ცდილობდა - ზურაბ გურული ახალი კვლევის შესახებ
2020-12-24ეს ის კვლევაა, რომლის ჩატარებასაც არაერთი ჩვენგანი უშედეგოდ ცდილობდა - ზურაბ გურული ახალი კვლევის შესახებ
ავტორი: Prime Time

X