
ზუსტად 11 საათში საქართველოში კომენდანტის საათი გაუქმდება. საკომენდატო საათის გაუქმების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ 21 მაისს მიიღო.
საკომენდანტო საათი, ისევე როგორც საგანგებო მდგომარეობა დღეს ღამით 24:00 საათიდან უქმდება.
აღსანიშნავია, რომ დღეს საღამოს 21 საათიდან 24 საათამდე საკომენდანტო საათი მაინც იმოქმედებს.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ამოქმედდა. 31 მარტიდან კი დაწესდა ე.წ. კომენდანტის საათი.
ამ დროის განმავლობაში აკრძალული იყო სახლიდან გასვლა და გადაადგილება, ობიექტების მუშაობა 21 საათიდან 06:00 საათამდე.























