10:59 | 2020-05-10 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ზვავსაშიშროების გამო გუდაურის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ზვავსაშიშროების გამო გუდაურის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, მლეთა-გუდაურის და დარიალი-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

 

„ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

 

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ასევე ნახეთ:

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X