12:30 | 2021-08-20 ავტორი: Prime Time

ზვიადაურის ადვოკატები სასამართლო გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ

ზვიადაურის ადვოკატები სასამართლო გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ

ოლიმპიური ჩემპიონის და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატები პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლას ითხოვენ. თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, ისინი დღეს გაასაჩივრებენ.

 

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ზურაბ ზვიადაურის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება მკაცრია და ოლიმპიური ჩემპიონის მიერ რეალურად განხორციელებულ აუცილებელ მოგერიებაა არ შეესაბამება.

 

მინდოდა, გმირად დაბერებულიყო ზვიადაური - ჟურნალისტის და ბლოგერის ემოციური პოსტი ოლიმპიურ ჩემპიონზე
2021-08-19მინდოდა, გმირად დაბერებულიყო ზვიადაური - ჟურნალისტის და ბლოგერის ემოციური პოსტი ოლიმპიურ ჩემპიონზე

შესაბამის განცხადებას, ადვოკატები, თელავის რაიონულ სასამართლოსთან 14 საათზე გააკეთებენ. დღესვე, ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზვიადაურს, თავდებში სრულიწდ ოლიმპიური გუნდი უდგება.

 

ზურაბ ზვიადაურსა და ჯაბა ჯანგირაშვილს, თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა, 18 აგვისტოს, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე შეუფარდა.

ზვიადაურს, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილს, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ედება ბრალი.

სისხლიანი გარჩევა თელავის მუნიციპლიტეტის სოფელ წინანდალში, 16 აგვისტოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, გარდაცვლილია სამი და დაჭრილია ორი ადამიანი. გარდაცვლილებს შორის, ზურა ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური არის, რომელიც გუშინ, ახმეტაში დაკრძალეს.

ზურაბ ზვიადაური ძმის დაკრძალვას ბადრაგის თანხლებით ესწრებოდა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X